მსოფლიო რეიტინგის მეათე ნომერი, ჩოგბურთელი არინა საბალენკა თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში ცხელი ფოტოების გამოქვეყნებით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ რაღაც ხომ ყოველთვის პირველად ხდება და ბელარუსმა მეჩოგნემაც პოზიორობა გადაწყვიტა.
მართალია, სხვადასხვა ჩოგბურთელები თაყვანისმცემლებს გაცილებით თამამი ფოტოებით ანებივრებენ, მაგრამ დასაწყისითვის არც საბალენკოს სითამამეა ურიგო.

„კარგით, მეც გავრისკავ და გადავიღებ თამამ ფოტოს, ოღონდ არავის აჩვენოთ“ – ხუმრობით წერს ბელარუსი ჩოგბურთელი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
არინა საბალენკოს კარიერაში 11 ტიტული აქვს მოგებული და ვეჭვობთ ამაზე გაჩერებას აპირებდეს.







