ამერიკული კომპანია Netflix ნონა გაფრინდაშვილის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტო Law360 კომპანიის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვითაც Netflix-ში ამბობენ, რომ ლეგენდარული მოჭადრაკე ამ სარჩელით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს.
ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ მხატვრული ნამუშევარია, რის გამოც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მათთვის მიუღებელია და დანაშაულს წარმოადგენს.
Netflix-ში ასევე ჯიუტად ამტკიცებენ, რომ სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ფაქტები არ დაუმახინჯებიათ და 1968 წელს ქართველ მოჭადრაკეს საბჭოთა კავშირის დიდ ტურნირებზე მამაკაცთან არ ჰქონია ნათამაშები.
შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი ეხება მინისერიალ „დედოფლის გამბიტს“, სადაც ნახსენებია, რომ მთავარი პერსონაჟი, რომელიც ქალი მოჭადრაკეა მამაკაცებს არ დაპირსპირებია.
სინამდვილეში კი რა პერიოდსაც ეს ფილმი მოგვითხობს, ამ დროისთვის ლეგენდარულ დიდოსტატს 25 მამაკაცი ჰყავდა დამარცხებული, ამასთან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ტურნირში, სადაც 7 მამაკაცი მოჭადრაკე დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა. გამოდის, რომ ჯამში გაფრინდაშვილს ამ პერიოდში მინიმუმ 32 მამაკაცი მოჭადრაკისთვის აქვს მოგებული.








