დიდებული როჯერ ფედერერის სიდიადეს ვერასდროს ვერავინ წაშლის, მაგრამ მას შესაძლოა ტიტულებით, მოგებული მეიჯორებით ან სხვა მაჩვენებლებით ვინმემ გადაასწროს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი უდავოდ თანამედროვე ჩოგბურთის ნამდვილი მონსტრია, რომელმაც თავისი უძლეველობა და სიკაშკაშე წლეულს მელბურნში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეცხრედ მოიგო.
სერბი რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანია ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს. ის რეიტინგის თავში 2018 წელს, მეხუთედ მოექცა და მას შემდეგ ამ ტახტს არავის უთმობს.
სტატისტოკოსებმა გამოითვალეს და გამოვიდა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში ჯამურად გატარებული კვირების რეკორდი ნოლეს ხელში გადავიდა. სერბი რეიტინგის მწვერვალზე 311 კვირაა იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ როჯერ ფედერერის რეკორდი გაუმჯობესებულია.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესამე ადგილზე პიტ სამპრასია, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი 286 კვირის მანძილზე იყო. რაც შეეხება რაფაელ ნადალს ის 209 კვირით მე-6 პოზიციაზეა. მასზე წინ ივან ლენდლი (270) და ჯიმი კონორსი (268) არიან.








