28 წლის ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე უნგრული „მეჟოკოვესდიდან“ თბილისი დინამოში დაბრუნდა.
მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულიოვან კლუბში 38-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ქავთარაძე „მეზოკოვესდში“ კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ლუკა ლაკვეხელიანთან ერთად ასპარეზობა, თუმცა 28 წლის ნახევარმცველმა უნგრულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ნოდარ ქავთარაძემ გასულ სეზონში ყოფილი კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩში ჩაატარა.
ქართველი ფეხბურთელი თბილისური კლუბის ღირსებას 2018/2019 წლებშიც იცავდა.





