პეკინის ოლიმპიადაზე სამთო-მოთხილამურეთა შორის მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა.
საქართველოს სახელით, სლალომში მონაწილეობას ნინო წიკლაური იღებდა, რომელმას ტრასაზე ორი დაშვება შეასრულა. პირველ ცდაზე ქართველმა მოთხილამურემ 1:00.11 წუთი დააფიქსირა და 47-ე ადგილი დაიკავა, მეორე დაშვებისას კი მისი შედეგი 1:00.37 წუთი იყო. წიკლაურმა საბოლოო შედეგებით შეჯიბრი 42-ე ადგილზე დაასრულა.








