ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა:
„ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში“, – განაცხადა სალუქვაძემ
ცნობისთვის, 52 წლის ტყვიის მსროლელი დღევანდელი ასპარეზობის შედეგად, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.





