საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ქართველი დიდოსტატი ჯერ ვაჟ დიდოსტატების წინააღმდეგ წარსდგა, სადაც 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ქალ მოჭადრაკეთა შორის პირველ ადგილზე გავიდა!
საბოლოოდ, ორივე შეჯიბრში აღებული ქულებით ტურნირის კამარჯვებული სომეხი კარენ გრიგორიანი გახდა, რომელთანაც ბაციაშვილმა ერთადერთი მარცხი განიცადა.
შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ქალი და 7 ვაჟი.




