საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ-სალემის 250-იან ტურნირს ჩაეხსნა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
ნიკას გათამაშებაში პირველი შეხვედრა დღეს, არგენტინელ ფედერიკო კორიასთან უნდა გაემართა, თუმცა ტურნირზე გამოსვლა ავადმყოფობის გამო გადაიფიქრა.
ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში სავარაუდო მიზეზად კორონავირუსი სახელდება.





