ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში ATP-ის 250-იანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 132-ე ნომერი, ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იყო, რომელსაც ნიკამ მარტივად მოუგო.
შეხვედრა საათის და 21 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ბასილაშვილმა ორ სეტში – 6:2, 6:3 გაიმარჯვა. ამრიგად ქართველმა ჩოგბურთელმა ბრაზილიელს შარშანდელ როლან გაროსზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო.
მეორე წრეში ნიკა კოლუმბიელ დანიელ რივეროსსა და ამერიკელ სებასტიან კორდას შორის გამარჯვებულს შეხვდება.





