29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ქალაქ სან დიეგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი 661 800 დოლარია პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი სასტარტო შეხვედრაში მე-9 ნომრად განთესილ იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა და 3:6, 4:6 დამარცხდა.
თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. სონეგომ ბასილაშვილის მოწოდების აღება 2-ჯერ შესძლო.








