ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში მსოფლიოს 20-ე ჩოგანი ფრანგი გაელ მონფილსი იყო, რომელთანაც ნიკოლოზი ორ სეტში 3:6, 3:6 დამარცხდა.
ქართველმა პირველ სეტში საკუთარი მოწოდება 3:4-ზე დათმო.
ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდების მოგება 3-ჯერ ვერ მოახერხა და მონფილსმა მეორე სეტიც პირველის მსგავსი ანგარიშით მოიგო.
გაელ მონფილსის მეტოქე ნახევარფინალში დანიელ ჰოლგერ რუნესა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის გაირკვევა.





