ხვალ, 2 ნოემბერს, პარიზის ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმება. მისი მეტოქე გერმანელი, მსოფლიოს 34-ე ჩოგანი, იან ლენნარდ შტრუფი იქნება.
ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, 5 მატჩიდან სამში გამარჯვება გერმანელს დარჩა.
ბოლო 10 თამაშიდან, ნიკოლოზმა 9 წააგო და კარიერაში ყველაზე დიდი ჩავარდნა აქვს.
მატჩი, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.





