ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1 578 ქულით მე-40 ადგილზე იმყოფება. ნიკოლოზი მსოფლიოს TOP 40-ში 12 ივლისის შემდეგ პირველად დაბრუნდა.
ქართველი ჩოგბურთელის წინ ხორვატი მარინ ჩილიჩი იმყოფება, მისი უახლოესი მდევარი კი სერბი დუშან ლაიოვიჩია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და დღეს საღამოდან ცინცინატის მასტერსში ჩაებმება. ნიკოლოზისა და იტალიელი ფაბიო ფონინის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაგეგმილი.








