ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში მსოფლიოს 24-ე ჩოგან რაილი ოპელკასთან სამ სეტში, 6:7 (5:7), 3:6, 4:6 დამარცხდა და აშშ-ის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა. მატჩი 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ტანმაღალმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა 10 ბრეიკპოინტიდან 5 გამოიყენა. ბასილაშვილს კი 5 ბრეიკპოინტიდან 2 ბრეიკი ჰქონდა. ქართველმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი 2.
რაილი ოპელკა ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს შეხვდება.








