საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა სანაკრებო პაუზამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ნიკამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს მიმართა.
“უკვე ყველამ იცის თუ რაც დამემართა, ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული დღეები გახლდათ, მაგრამ ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩემს იმიჯზე, კარიერასა და ოჯახზე ვზრუნავ. ეს შეცდომა ჩემთვის მწარე გაკვეთილი იყო, ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი ოჯახი და გუნდი და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა “ლეხ პონზანის” რიგებში თამაში.”
მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ქმედებების გამო იმედები გავუცრუვე. ვგულისხმობ გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, ქართველ ქომაგებს, ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ხალხს, რომელმაც ეს რთული პერიოდი გადამატანინა, ვეცდები, რო ჩემი გუნდისთვის ორმაგად უფრო პროდუქტიული ვიყო და ამით მომხდარი ინცინდენტი გადავფარო, შესაძლოა ყველაფერი ისე ზუსტად ვერ დავწერე, როგორც მინდოდა, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემი ქმედებები მომავალში უფრო ხმამაღალი და ყველასთვის აშკარა იყოს.” – განაცხადა “კვეკემ”.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ოქტომბრის დასაწყისში ავტოავარიაში მოყვა, ის ამ დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ორი მანქანაც დააზიანა, რის შედეგადაც საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მაგრამ მას პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა.





