საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით სხვა კლუბში არ გაუშვებს, ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Nieuwsblad ავრცელებს.
ქართველ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, მაგრამ მწვრთნელი ჰაინ ვანჰაიზბრუკი მას დიდად არ წყალობს.
ნოემბრის დასაწყისიდან მან მხოლო ფლორას წინააღმდეგ ითამაშა.
ჩაკვეტაძეს, რომელსაც სამი სეზონია უჭირს, იჯარით სხვა კლუბში თამაშს ისურვებდა, მაგრამ “გენტს” ურჩევნია ქართველ ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებიდან გამომდინარე ახალგაზრდა შუახაზელი გუნდში დატოვოს.





