ლონდონის „ჩელსის“ ვერცხლისწყალივით მოძრავი ნახევარმცველი ნგოლო კანტე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კანტემ, რომელიც 2018 წლის მუნდიალის გამარჯვებულია, მის კოლექციას ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც შეჰმატა.
„ეს დაუჯერებელია. ამ საზეონში ბევრი ვიშრომეთ, რათა აღნიშნული შედეგისთვის მიგვეღწია. სიამაყის და ბედნიერების გრძნობით ვარ აღვსილი. ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ ის ჯილდო, რომელიც გვეკუთვნოდა. ეს შედეგი გუნდის თითოეული ფეხბურთელის დიდი შრომის გვირგვინია.
ოქრო ბურთი? არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ახლა მიღწეულით ტკბობით და ზეიმის დროა. წინ ევროპის ჩემპიონატია“ – აღნიშნავს ნგოლო კანტე.





