“ჰამბურგში” გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი დანიურ “მიდტიულანდთან” ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელშიც გერმანელები 1:5 დამარცხდნენ.
გიორგიმ დაახლოებით მთელი მე-2 ტაიმი ითამაშა და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა.
“ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი მზადაა მეორე ბუნდესლიგაში სათამაშოდ.
“ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება”, – განაცხადა ვალტერმა.





