ნიკოლოზ ბასილაშილის მიუნხენში გაჩემპიონებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ისედაც ნათელი იყო, რომ ამ პრესტიჟულ ტურნირზე გამარჯვებით ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგშიც დაწინაურდებოდა.
მიუნხენის ტურნირი 250-იანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ბასილაშვილსაც აქტივში ამდენივე ქულა მიემატა.
ATP-ის ყოველკვირეულ განახლებულ რეიტინგშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე 1850 ქულით 31-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურმა მეჩოგნემ 4 საფეხურით წინ წაიწია.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგის მე-15 პოზიცია გახლდათ და იმედი ვიქონიოთ, რომ სეზონის ბოლომდე ქართველი ჩოგბურთელი ტოპ ოცეულში ისევ შეაბიჯებს.





