გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “ჰამბურგმა” “ჰეიდენჰეიმს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე, მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიოს შეფასება შეფასება 7.1 გამოვიდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ, “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უოლტერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
“რასაც ვიძახდი, ჩაკვეტაძემ გუშინ დაგვანახა. მას აქვს პოტენციალი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს და, რაც დრო გადის ამაში ვრწმუნდებით.
დიდი ხანი არაა, რაც ის გუნდთან ერთადაა, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაკვეტაძე კიდევ მოუმატებს, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა უოლტერმა.





