რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ „პოსტივის“ ეთერში სტუმრობისას თავის ინიციატივაზე ისაუბრა.
ტყემალაძეს სურვილი აქვს, რომ ყველა ტელევიზიის ეთერში სპორტული გადაცემების დრომ მოიმატოს და ამ მიმართულებით სპორტის სამინისტროსთან შესაბამის პროექტზეც მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, სოსო ტყემალაძე მზადაა აღნიშნული ინიციატივის განხორციელება პირადი რესურსებით უზრუნველყოს.






