„ატლეტიკო“ ახალ ფორვარდს ეძებს. ეს საკითხი სიმეონემ დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც გუნდიდან დიეგო კოშტა საკუთარი ნებით წავიდა.
მადრიდული გუნდის სკაუტები აქტიურად მუშაობენ და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. „ატლეტიკომ“ არკადიუშ მილიკს და ვილიან ჟოზეს დაადგა თვალი, თუმცა ჰორიზონტზე მუსა დემბელე გამოჩნდა და როგორც ჩანს ეს უკანასკნელი „როხიბლანკოს“ მაისურის მორგების ყველაზე რეალური კანდიდატია.
პოპულარული ესპანური გამოცემა Marca, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისვრის იტყობინება, რომ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი ცალი ფეხით უკვე „ატლეტიკოშია“. მუსა დემბელე, მადრიდულ გუნდს, იჯარის წესით სეზონის ბოლომდე შეუერთდება, თუმცა ვინ იცის, იქნებ იმდენად გაუტკბეს და სიმეონესაც მოეწონოს, რომ „ვანდამეტროპოლიტანოზე“ კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
მუსა დემბელეს გაშვებაზე უარს არც მისი ამჟამინდელი გუნდი „ლიონია“, თუმცა ფრანგებმა ჯერ შემცვლელი უნდა იპოვნონ.





