მსოფლიო რაგბის მიერ განახლებულ რეიტინგში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრები იგივე მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
“ბორჯღალოსნებს”, რომელთაც კოვიდ-პანდემიის გამო, სამხრეთ აფრიკასთანა და შოტლანდიასთან ტესტები ჩაეშალათ, 73.73 ქულა აქვთ და კვლავაც მე-12 ადგილი უკავიათ. სამაგიეროდ, შეიცვალა ქართველი მორაგბეების უახლოესი მდევარი.
ოცეულის დატოვება მოუწია რუსეთის ნაკრებს, რომელსაც გასულ უქმეებზე არ უთამაშია, თუმცა, პოზიციის დათმობა პორტუგალიისთვის მოუწია.
მთავარი ცვლილება კი ბრისბენში გამართულ ტესტს უკავშირდება, რომელშიც ავსტრალიამ ფრანგებს გამარჯვება (23:21) უკვე გაწითლებულ დროში გამოგლიჯა. შედეგად, “ვოლაბებმა” სწორედ საფრანგეთსა და უელსს აჯობეს და მე-5 ადგილამდე აღზევდნენ.








