ისეთი პირი უჩანს, რომ „ჩელსი“ არჩევანში არ შემცდარა. ტომას ტუხელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ვგულისხმობთ, რომელიც ლონდონურ გუნდს აშკარად შეეწყო.
გერმანელი სპეციალისტის თავკაცობით არისტოკრატები პრემიერლიგაში ზედიზედ 9 მატჩია წაუგებელნი არიან. „ჩელსი“ ნამდვილად მოფერიანებულია და მწვრთნელის ხელიც დაეტყო.
ამასობაში ტომას ტუხელმა ერთი ფრიად საინტერესო მიღწევაც დააფიქსირა. ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში გერმანელი გახდა პირველი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც სადებიუტო 5 მატჩში გოლი არ გაუშვა.
ეს რეკორდი სტატისტიკოსებმა „ჩელსის“ მორიგი მშრალად მოგებული მატჩის შემდეგ დაადასტურეს, როდესაც ლონდონელებმა „ევერტონს“ შინაურ არენაზე 2:0 აჯობეს.





