სტოკჰოლმში მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში სრულდება. თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილმა 157.15 ქულა მიიღო, რაც მე-12 შედეგისთვის გამოდგა საკმარისი. ორი დისციპლინის ჯამში მორისმა 231.81 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა.
ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყვითელაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს. შეგახსენებთ, რომ მანამდე სტოკჰოლმში ტოკიოს საგზური ალინა ურუშაძემ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შირის მსოფლიოს ჩემპიონი კი ამერიკელი ნათან ჩენი გახდა, რომელმაც 320.88 ქულა დააგროვა.





