ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ლეგენდარულმა ძალოსანმა ძალები საქართველოს ჩემპიონატზეც მოსინჯა, რომელსაც ტრადიციულად დუშეთი მასპინძლობს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ტალახაძე თავის წონაში საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში უკონკურენტოა. ეროვნულ პირველობაზე მან თავის უახლოეს მდევარს, ბაქარ თურმანიძეს ორჭიდის ჯამში 62 კილოგრამით აჯობა.
28 წლის ძალოსანმა ატაცში 215, აკვრაში 250, ორჭიდის ჯამში კი 465კგ დააფიქსირა. 109+ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე აჭარის წამომადგენელი, ბაქარ თურმანიძე გავიდა (ატაცი 181, აკვრა 222, ორჭიდი 403), მესამე პოზიცია კი საჩხერელმა ძალოსანმა, ოთარ ზაბახიძემ დაიკავა (ატაცი, 138, აკვრა 175, ორჭიდი 313).
109+ წონითი კატეგორიის გარდა ჩემპიონები სხვა წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ.





