რუსულმა გამოცემა vseprospor-მა ნიკოლოზ ბასილაშვილს სერიოზული ბრალდება წაუყენა.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველმა ჩოგბურთელმა 2016 წელს გარიგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული ცნობით, ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო:
„ანტიკორუფციულმა ბიურომ (ITIA) ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, ანონიმური წყაროდან, ITIA იძიებს ბასილაშვილის ასპარეზობას 2016 წელს გარიგებულ მატჩში.
გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს.
გარიგებული შეხვედრის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სპორტსმენს პროფესიული საქმიანობის დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 21-ე ადგილზეა. მას აქვს ხუთი გამარჯვება ATP-ის სხვადასხვა ტურნირზე, ასევე არის საქართველოს პირველი ჩოგანი“.
– წერია რუსული გამოცემაში.








