საფრანგეთში, ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს.
97 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი მელიამ. ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელი მოჭიდავე 5:0 დაამარცხა.
მელიას გარდა ქართულმა დელეგაციამ კიდევ 2 მედალი მოიპოვა, ამჯერად ბრინჯაოსი. ტურნირზე მესამე საპატიო ადგილი სულხან ბუაძემ (130 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ).





