ვარშავაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე მორიგი მედალია.
61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ხმედნაბლი გვარზატილოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 9:7 დაამარცხა. ამრიგად, ლომთაძე ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.





