ზაფხულში დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელება გველის. დიდი ალბათობით, ლიონელ მესის ბარსელონური ეპოპეა დასრულდება. ყველაზე რეალურად, არგენტინელი ფორვარდის „პსჟ“-ში გადაბარგება მოჩანს.
მესის პარიზულ გრანდში შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება თანამემამულე კოლეგა ანხელ დი მარია, რომელიც პსჟ-ში უკვე წლებია თამაშობს და გუნდის საკვანძო ფიგურაა.
„მესისთან ერთ გუნდში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მხოლოდ არგენტინის ნაკრებში ყოფნა საკმარისი არ არის, ძალიან ცოტაა.’
მესისთან ყოველდღიური ურთიერთობა მხიბლავს. იყო დრო, მქონდა შანსი ბარსელონაში გადავსულიყავი, მაგრამ რატომღაც ეს არ მოხდა. ამიტომ, ახლა მოხარული ვიქნები თუ მესი პარიზში გადმობარგდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი მეუღლე მეხუმრება. მან მითხრა, რომ თუ ლიონელი პსჟ-ში გადმოვა, მაშინ მე გუნდში მზარეულის ფუნქციის შესრულება მომიწევს“ – ამბობს ანხელ დი მარია.





