ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ რაიოლა ფილტვების დაავადების გამო უკვე რამდენიმე კვირაა მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოს განყოფილებაშია მოთავსებული და ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
ცნობისთვის, მინო რაიოლა სამედიცინო გამოკვლევას იტარებდა, რა დროსაც ანესთეზიის გაკეთება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ მინო რაიოლა საფეხბურთო ვარსკვლავების: ერლინგ ჰოლანდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და სხვა ფეხბურთელების აგენტია.





