საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი სუპერლიგაში დაბრუნდა და კარიერას თსუ-ში გააგრძელებს. მან ბოლო 3 წელი ყატარის ჩემპიონატში გაატარა.
ბერიშვილის კარიერა 2004 წელს სწორედ თსუ-ში დაიწყო, მას შემდეგ კი მან არაერთი გუნდი გამოიცვალა.
მიხეილ ბერიშვილმა ბოლო 3 სეზონი ყატარის “ალ-შამალში” გაატარა და ყატარის ჩემპიონიც ზედიზედ ორჯერ გახდა. მას “თსუ-ს” მთავარ გუნდში 2010-11 წლების სეზონშიც აქვს ნათამაშები. სხვადასხვა პერიოდში თბილისის “არმიას”, “ოლიმპის”, “ზლატოროგის”, “აგრარული უნივერსიტეტის”, “შსს-ს” აკადემიასა” და “დინამო თბილისში” უთამაშია.







