შოტლანდიური გაზეთი, The National-ი, გამოვიდა ინიციატივით, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის, ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის დამარცხებისთვის შოტლანდიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს:
,,მიანიჭეთ ,,რობერტო ბრიუსს” შოტლანდიის საპატიო მოქალაქეობა. მოვუწოდებთ გაზეთის მკითხველებს, ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის, მანჩინის დაჯილდოებას ხელი შეუწყონ,” – წერია გაზეთის მთავარ ყდაზე.
The National-მა ინგლისსა და იტალიას შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, ახალი ნომერი ორიგინალური ყდით გამოუშვა. გაზეთის ყდაზე ,,სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი იყო, რომელიც შოტლანდიელთა ეროვნულ გმირს, უილიამ უოლასს გამოხატავდა:
,,გადაგვარჩინე, რობერტო! შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ! კიდევ 55 წელი მათგან ამაზე საუბარს ვეღარ მოვითმენთ,” – ეწერა გაზეთის მთავარ ყდაზე.
გაზეთი The National-ი, შოტლანდიის დამოუკიდებლობას მხარს ღიად უჭერს.





