საჩოგბურთო კალენდარში მასტერსების სერიის დრო დადგა. წლის პირველი მასტერსის ტურნირი კი მაიამიში იმართება, სადაც მართალია დიდი სამეული ამჯერად არ ჩავიდა, მაგრამ სხვა ტოპ ჩოგბურთელები მონაწილეობენ. მათ შორის არის ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ამას წინათ გამცნეთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს წილისწყრაში გაუმართლა და ტურნირის პირველ წრეში ისვენებდა. მასთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც მეტოქის მოლოდინში იყო, რომელიც ჩილელ ალეჰანდრო ტაბილოს და შვედ მიქაელ იმერს შორის უნდა გამოვლენილიყო.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ნიკოლოზ ბასილაშვილიც მაიამის მასტერსს მიქაელ იმერთად დაპირისპირებით დაიწყებს. 22 წლის შვედი მეჩოგნე რეიტინგის 95-ე ნომერია. წყვილის ფავორიტად ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიჩნევა და იმედია მოლოდინსაც გაამართლებს.
ქართველი და შვედი ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს კორტზე არასოდეს დაპირიპირებიან. ნოკოლოზ ბასილაშვილის და მიქაელ იმერის მატჩი 26 მარტს არის ჩანიშნული.





