საქართველოში საფეხბურთო სეზონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის ჩემპიონი, ბათუმის “დინამო” და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩში გამარჯვება ბათუმურმა კლუბმა მოახერხა და ისტორიაში მეორედ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
საგულისხმოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, სადაც ბათუმის “დინამომ” 7-6 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლაზარე კუპატაძემ სამი პენალტიდან ერთ-ერთი “საბურთალოს” მეკარეს, ოთო გოშაძეს აუღო და მატჩის გმირიც გახდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კუპატაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გოშაძე გაამხნევა.
“12 წლის ვიყავი, საბურთალოს აკადემიაში რომ გავიცანი, იმის შემდეგ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
გუშინ ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე, ხან წააგებ და ხანაც მოიგებ. გადაწყვიტა პენალტი დაერტყა, მე კი ვიცოდი წინასწარ, როგორც დასრულებოდა მისი ეს მცდელობა.
გოშა, მეტი ივარჯიშე და თუ მიხვდები, რომ მოუმატე, თავიდან დამირტყი. ოღონდ, ისევ ავიღებ”, – წერს ლაზარე.








