მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო. ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ UFC 266-ზე ტოპ 10-ის წევრს, მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ რეიტინგი განაახლა, სადაც დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში 5 ადგილით დაწინაურდა და მე-6 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში სულ 9 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7 შეხვედრა მოიგო.
საოცარი გამარჯვება! – მერაბ დვალიშვილმა მორაესს წაგებული ბრძოლა მოუგო | VIDEO





