ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ-სლემის დასკვნით დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს და ტურნირის მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გელა ზაალიშვილმა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელი სილვა დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლა ძალზედ დაძაბული გამოდგა და ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ე.წ. “Golden Score-ში” კი ზაალაშვილმა იყოჩაღა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდა.
სამწუხაროს, ფინალური ორთაბრძოლა დათმო ილია სულამანიძემ (100კგ), რომელმაც კანადელ შადი ელნაჰას ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედალს კი საბა ინანეიშვილი დაეუფლა. მან რეპეშაჟის ფინალში თურქ მეტოქეს აჯობა.





