49 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინომ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2023 წლამდე გაფორმდა.
პოჩეტინომ ფრანგული კლუბი 2021 წელს ჩაიბარა. მან მთავარი მწვრთნელის პოსტი გერმანელი თომას ტუხელისგან გადმოიბარა.
არგენტინელმა მწვრთნელმა ამ დროის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის თასის ტიტულის მოპოვება მოახერხა.








