ავტორიტეტული სააგენტო dailymail-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსის ჰოლანდიელი მცველი, მატეის დე ლიხტი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, ვირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მანამდე ბრაზილიელ ალექს სანდროს და კოლუმბიელ ხუან კუადრადოს მოუვიდათ.
ასე რომ, 10 იანვარს სასუოლოსთან იუვეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ექნება.
შეგახსენებთ, სერია ა-ს ბოლო ტურში ტურინელებმა მილანს 3:1 მოუგო, გოლები ფედერიკო კიეზამ და ვესტონ მაკკენიმ გაიტანეს.





