პირველად 1983 წლის შემდეგ, კოპა-ამერიკის გათამაშებას ორი მასპინძელი უნდა ჰყოლოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ტურნირამდე ორი კვირით ადრე არცერთი აღარ ჰყავს.
კოპა-ამერიკა არგენტისანა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო და საფეხბურთო სამყაროც დიდი ბათალიებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ის ჩაშლის პირას არის.
კოპა-ამერიკის რიგით 47-ე გათამაშება 13 ივნისს უნდა დაიწყოს და კულმინაცია ანუ ფინალური დაპირისპირება 10 ივლისს შედგეს, თუმცა ამ ეტაპზე ტურნირი მასპინძლის გარეშეა დარჩენილი.
2021 წლის გაზაფხულზე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზის გამო, კოლუმბიამ მასპინძლობაზე უარი თქვა. ახლა კი მას არგენტინაც მიჰყვა. ეს ამბავი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამაც დაადასტურა და არგენტინას მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.
„კენმობოლი ტურნირის მასპინძობის სხვა მსურველებს განიხილავს, რომლებმაც ინტერესი გამოთქვეს. ყველაფერი უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი“ – ნათქვამია კონფედერაციის განცხადებაში.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





