ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეიოფიც მოახლოვდა. ფეხბურთის გულშემატკივრები პოპკორნის ან ლუდის მოსამარაგებლად იჭერენ თადარიგს და რბილ სავარძელში მოსაკალათებლად ემზადებიან.
ამასობაში კი უეფამ რამდენიმე გუნდს მასპინძლის სტატუსი კი დაუტოვა, თუმცა სათამაშოდ სხვა ქვეყანაში გაუშვა. მიხვდებოდით, მიზეზი მსოფლიო პანდემიაა, რის გამოც არაერთ ქვეყანაში მკაცრი რეგულაციებია დაწესებუ;ლი. ასე მაგალითად, რიგი ქვეყნის ხელისუფლებამ, პრევენციის მიზნით კონკრეტულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ამიტომაც, ევროპა ლიგაზე „სოსიედადი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტურინში დაუხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე კი აქამდე ცნობილ წყვილებს, „ატლეტიკო“ და „ჩელსიც“ დაემატნენ. მადრიდელები ლონდონელებს 23 თებერვალს ბუქარესტში მიიღებენ.
მანამდე კი გაირკვა, რომ გერმანული „ლაიპციგი“ „ლივერპულს“, ხოლო „მიუნხენგლადბახი“ „მანჩესტერ სიტის“ ბუდაპეშტში დაუხვდებიან.




