დაღესტანში, ჭაბუკ ძიუდოისტთა ჩემპიონატზე გულშემატკივრებს და სპორტსმენებს შორის მასობრივი ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ჩხუბი თავდაპირველად ტრიბუნაზე დაიწყო, მოგვიანებით კი ინციდენტში მონაწილე პირებმა ტატამზე გადაინაცვლეს და ჭაბუკი ძიუდოისტებიც ჩაითრიეს.
ერთ-ერთი მწვრთნელი, ხაბიბ მაგომედოვი, რომელიც ჩხუბს შეესწრო ამბობს, რომ დაპირისპირება ორი ძიუდოისტის ორთაბრძოლამ გამოიწვია, რა დროსაც ჭიდაობა 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ამან ერთ-ერთი ძიუდოსიტის მხარდამჭერის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შემდეგ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.







