მარტვილის “მერანი” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მეგრული გუნდი, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
მარტვილური გუნდის პრესსამსახური ახალწვეულებზე და სხვა სიახლეებზე ინფორმაციას გულშემატკივრებს სოციალურ ქსელის მეშვეობით ხვალიდან მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ “მერანი” ცოტნე მესხმა, დავით ჯიქიამ, თენგიზ თოლორდავამ, ზურაბ ენდელაძემ, ბაქარ ლაღაძემ, ვასილ გოგოლიძემ, ნიკოლოზ ხარაბაძემ და გიორგი ბეგაშვილმა დატოვეს.
მეგრული გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველ შეხვედრას 1 მარტს “რუსთავის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





