20 წლის მეკარე, ლუკა მიქაია კარიერას მარტვილის “მერანში” გააგრძელებს. ინფორმაციას მეგრული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხურთელი ბოლოს თბილისის “მერანის” ღირსებას იცავდა.
ლუკას სხვადასხვა დროს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
მეგრული გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად გაძლიერდა. მარტვილის “მერანმა” დღეს კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკა კიკაბიძევ დაიამატა.
ცნობისთვის, ლუკა მიქაიას სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოში”, ზუგდიდის “ბაიაში” ფამაგუსტას “ანორთოსისში”, “რუსთავში”, თბილისის “დინამოსა” და “სამტრედიაში” უთამაშია.





