საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
ჩოგბურთის ტურნირის 1/8 ფინალში ნიკა წარმოშობით რუს, გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრე ზვერევს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 6:4; 7:6(7:5) დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თამაშის პირველ ნაწილში გერმანელმა აშკარა უპირატესობა მოიპოვა და სეტიც გამარჯვებამდე მიიყვანა. მეორე სეტში კი ნიკამ მეტოქეს ტოლ-სწორი უპირატესობა გაუწია და საბოლოოდ, 6:6-ზე სეტის და შემდეგ უკვე თამაშის გამარჯვებულის ბედიც ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტი ზვერევი აღმოჩნდა.
მერვედფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ორი მეტოქის დამარცხება შეძლო. პირველ სეტში წრეში ნიკა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას გაუმკლავდა, მეორე წრეში კი გათამაშებას იტალიელი ლორენცო სონეგო გამოთიშა.





