66 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ ლიდს იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძილივა. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი სპეციალისტი ბრიტანულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ბიელსამ ინგლისური კლუბი 2018 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში მისმა გაწვრთნილმა კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.
¡Bienvenidos a LEEDS UNITED en Español! 🇦🇷🇪🇸#LUFC #VamosLeeds pic.twitter.com/eabjeEG2Xk
— Leeds United Español (@LUFCes) August 13, 2021





