27 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი, მარსელ ზაბიცერი „ლაიპციგიდან“ კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რეკერდმაისტერს გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდათ და ავსტრიელი შუახაზელი ახალ გუნდში 18 ნომრიან მაისურს მოირგებს. ზაბიცერმა იულიან ნაგელსმანის კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე მოაწერა ხელი.
27 წლის ფეხბურთელი „ლაპციგს“ 2015 წელს შეუერთდა, სადაც 229 ჩატარებულ მატჩში 52 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Neuzugang beim #FCBayern! 🔴⚪
Marcel #Sabitzer unterschreibt bis 2025. ✍️ #ServusMarcel
— FC Bayern München (@FCBayern) August 30, 2021





