რეკლამა
Primesport.ge
შაბათი, აპრილი 18, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

მარიამ ბოლქვაძე – რეიტინგზე მნიშვნელოვანი სწორი მიმართულებით სიარული და სტაბილურობაა

16:46 2021/01/13
0 0
202
SHARES
1.1k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

2019 წელი, მარიამ ბოლქვაძისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს აუცილებლად ემახსოვრებათ ამერიკის ღია პირველობა, სადაც ბათუმელმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გადალახა და ძირითად ბადეშიც პირველი წრის მატჩი მოიგო, შემდეგ კი გამოცდილ ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა.

მაშინ, მარიამ ბოლქვაძემ არა მხოლოდ წართული, ზოგადად საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა და სპეციალისტებმაც მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. იმ ამერიკულ თავგადასავალს კარიერული წინსვლაც მოჰყვა, რაც რეიტინგზეც აისახა და ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანიც გახდა. რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, ამჟამად ბოლქვაძე რეიტინგის 192-ე ნომერია.

ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ნაცვლად მელბურნისა, დუბაიში მიმდინარეობს, სადაც ჩვენებური ჩოგბურთელი მეორე წრეში რუს მარგარიტა გასპარიანთან დამარცხდა.

„პრაიმსპორტი“ მარიამ ბოლქვაძეს დუბაიში შეეხმიანა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

-ყველას კარგად ახსოვს ამერიკის ღია პირველობა და იქ თქვენი წარმატებული თამაში. ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობაზე იგივე შედეგი ვერ გაიმეორეთ. გულდაწყვეტილი იქნებით.

-თავისთავად. მარცხი, არცერთ ტურნირზე არავის სიამოვნებს, მითუფრო ისეთ დონის შეჯიბრზე, როგორიც დიდი სლემია.

ამერიკული ზღაპარი კი მართლაც ყოველთვის ტკბილად გამახსენდება. ვფიქრობ, იმ შედეგს თავისი ახსნაც ჰქონდა. მაშინ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო და ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხდი, რადგან მანამდე ბევრი შეჯიბრი გამოვიარე და ტონუსში ვიყავი. ჩოგბურთელისთის ხომ მთავარი ტურნირები და კორტზე ხშირი ყოფნაა. ნიუ ორკში თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი და ამან მოიტანა ის წარმატება.

No description available.

-დუბაიში რა მოხდა? თავდაჯერებულობა გაკლდათ?

-მთლად ასეც ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, გლობალური პანდემიის ფონზე ბევრი რამ თავდაყირა დადგა. ამან ჩვენზეც იმოქმედა. 2020 წელი, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რთული იყო.

არაერთი ტურნირი ჩამივარდა, არ მქონდა შესაძლებლობა კორტზე ხშირად გავსულიყავი. ვარჯიშებს არ ვგულისხმობ, სათამაშო პრაქტიკა დამაკლდა. ამიტომაც, დუბაიში თავს ოდნავ დაძაბულად ვგრძნობდი, რაც პირველ წრეშიც თვალნათლივ გამოჩნდა.

-სასტარტო მატჩს და ტანდისთან მოგებას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით მაინც რა იყო მიზეზი ძირითად ბადეში ვერ მოხვედრის? რაზე გმართებთ მუშაობა?

-მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ მაინც ნორმალურად შევძელი მოსამზადებელი პერიოდის გამოყენება. უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული, რთულია გაუმკლავდე.

No description available.

დუბაიში, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. მომავალშიც არ შევწყვეტ განვითარებაზე ფიქრს და შრომას და მჯერა დამიფასდება. სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვფიქრობ სწორი მიმართულებით მივდივარ.

-ტანდისთან პირველი წრის დაპირისპირებას მივუბრუნდეთ. გამარჯვება კი შეძელი, მაგრამ საკმაოდ გაგიჭირდა. რა იყო ამის მიზეზი?

-სასტარტო მატჩს თავისი დაძაბულობა ნებისმიერ ტურნირზე თან ახლავს. ტანდისთან ფავორიტად ვითვლებოდი, ხოლო როდესაც შენგან უცილობელ მოგებას ელიან, ფსიქოლოგიურად ითრგუნები. ყოველთვის რთულია ასეთი მატჩების მოგება.

ინდოელი საკმაოდ კარგი ჩოგბურთელია. არ ველოდი და არც ვფიქრობდი, რომ მარტივად გავუმკლავდებოდი. მატჩის მიმდინარეობამ გამოაჩინა, რომ მაქსიმუმის გაღება მომიწევდა. საბედნიეროდ, ფსიქოლოგიური ფაქტორი გადავლახე და საჩოგბურთო ლატარეაში უკეთესი ვიყავი.

-მეორე წრეში კი გაცილებით ძლიერი მეტოქე გერგო. აქაც წინა პლანზე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ წამოიწია თუ კიდევ სხვა რამ მიზეზი იყო?

-მარგარიტა გასპარიანი გაცილებით გამოცდილი და ძლიერი ჩოგბურთელია, ვიდრე ტანდი. რუსი, საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი ფავორიტია. მისი რეიტინგიც ამაზე მეტყველებს. არ გამოვრიცხავ სეზონის ბოლოს სულაც ასეულში შეაღწიოს.

ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ გავტეხილვარ. პირიქით, ყველა გათამაშებაში ბოლომდე ვიბრძოდი და ერთხელ მატჩბოლიც გადავარჩინე. როდესაც უკუბრეიქი შევასრულე და ანგარიში გავათანაბრე, შანსი გამიჩნდა მატჩი მესამე პარტიაში გადამეყვანა, თუმცა ტაიბრეიქზე ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. გასპარიანმა, საჩოგბურთო ლატარეის რამდენიმე გათამაშებაში მართლაც უმაღლესი დონის ოსტატობა გამოავლინა.

ვფიქრობ, პირველ სეტში უკეთესად თამაშში მმართებდა. რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რამაც პარტია წამაგებინა. მეორე სეტში სტაბილურად ავთამაშდი, თუმცა გამარჯვებამდე საქმე მაინც ვერ მივიყვანე. ნებისმიერ შემთხთვევაში, ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირებები გზრდის და მეც სამომავლოდ გამომადგება.

-და მაინც. მეორე სეტში თითქოს გამოუვალი სიტუაციიდან შეძელი თავის დაძვრენა. როგორ ფიქრობ, მოგება არ შეგეძლო?

-ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვი, რომ არ შემეძლო. ტაიბრეიკს უცნაურობები ახასაითებს. სამწუხაროდ, ჩემი დღე არ გამოდგა, მაგრამ იმაში კი დავრწმუნდი, რომ მოგებაზე ფიქრი ყველასთან შეიძლება. მთავარია კორტზე სიბრძნე გამოავლინო, ჭკვიანურად ითამაშო, შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანო და ბოძებული შანსები გამოიყენო.

No description available.

-როგორ ფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპი, ნაცვლად დუბაისა ტრადიციისამებრ მელბურნში რომ გამართულიყო აჯობებდა? თუ ამას თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა?

-ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მთავარი იყო, რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და გამოწვევისა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი არ ჩაიშალა. ძირითად ბადეში დუბაიდან გავიდოდი თუ მელბურნიდან აზრი არ ჰქონდა. სამწუხაროს, რომ ეს ვერ შევძელი.

ორგანიზატორებს დიდი მადლობა, რომ თუნდაც სხვა ქვეყანაში, მაგრამ მაინც მოგვცა შანსი მეიჯორის დონის ტურნირის გამოცდილება მიგვეღო და სათამაშო პრაქტიკა აგვემაღებინა.

-რა არის მიმდინარე სეზონში თქვენი მიზანი? რაიმე კონკრეტული ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული? ვთქვათ, რეიტინგზე ზრუნვა?

-რეიტინგი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მხრივ ჩაციკლული არ ვარ. მთავარი მიზანი და პრიორიტეტი მაინც სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა იქნება.

No description available.

წინ ხანგრძლივი კარიერა მელის და მინდა ეს დრო სტაბილურობის გამომუშავებას დავუთმო და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიფიქრო, ვიდრე ახლო მომავალზე.

-დაბოლოს. გრძელვადიანი გეგმები გასაგებია, მაგრამ წლეულს უახლოეს გეგმებზე რას გვეტყოდით?

-წინასწარ თქმა გამიჭირდება. პანდემიის გამო წლევანდელი გეგმები ოდნავ არეულია და რთულია რაიმეს კონკრეტულად თქმა. ტურნირების დაგეგმვაც ჭირს.

ერთადერთი რაც გადაჭრით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ დუბაიში დავრჩები და მომავალ კვირას 25 ათასიან ტურნირს ვითამაშებ. შემდეგ უკვე გამოჩნდება რა და როგორ.

 

 

 

თეგები ავსტრალიის ღია პირველობადუბაიმარიამ ბოლქვაძე
კახა ბერიძე

კახა ბერიძე

დაკავშირებული სიახლეები

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძემ გერმანიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

16 თებერვალი, 2022 16:33
ჩოგბურთი

21-ე დიდი სლემი! – რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

30 იანვარი, 2022 18:41
ჩოგბურთი

VIDEO | საოცრება! – კარენო ბუსტას დაუჯერებელი ქულა გრიეკსპურთან

19 იანვარი, 2022 16:30
ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: პოსტ-კოვიდური სინდრომი მაქვს…

19 იანვარი, 2022 13:37

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ჩეფერინი სუპერ ლიგის მომხრე სამი კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას აპირებს

    147 გაზიარებები
    გაზიარება 59 Tweet 37
  • მის მიმართ ინტერესი მაინც დიდია – sport.business-gazeta კვარაცხელიაზე

    229 გაზიარებები
    გაზიარება 92 Tweet 57
  • ბრენდან როჯერსი – ლესტერი გრანდებს არასოდეს უფრთხოდა

    149 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 37

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In