23 წლის ქართველი ჩოგხბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე “ნურ-სულთანის” ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში მისი მეტოქე რუსი ვალერია სავინიხი იყო და სამ სეტში (4:6 6:3 6:2) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძეს ამ ტურნირზე არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული,მაგრამ ფინალში რუს მეტოქესთან ერთი სეტი დათმო.
საბოლოო ჯამში ფინალური შეხვედრის ჩათვლით “ნურ-სულთანის” ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა 5 მეტოქე დაამარცხა და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვა.
შეგახსნებთ, რომ მარიამი რამოდენიმე დღის წინ რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად ყაზახეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულიც გახდა.





