ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგს უბრუნდება. 58 წლის ვეტერანი სპორტსმენი ხელთათმანებს ისევ მოირგებს და კევინ მაკბრაიდის წინააღმდეგ დადგება.
ავტორიტეტული გამოცემის, Sports Illustrated-ის თქმით, ბრძოლა საჩვენებელი იქნება და ის 5 ივნისს გაიმართება. ბრძოლა 8 რაუნდს გაგრძელდება და თითოეული 2 წუთს გაგრძელდება. მოკრივეები თავზე დამცავი ჩაფხუტის გარეშე იჩხუბებენ ანუ პროფესიონალურად.
ევანდერ ჰოლიფილდს თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე არაერთი ტიტული მოიგია. მან ჯამში 57 ბრძოლა გამართა და რინგი გამარჯვებულმა 44 შემთხვევაში დატოვა.
ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს ის დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკდაუნით დაამარცხა.
ნიშანდობლივია, რომ ჰოლიფილდი აქტიურ დონეზე კრივში დარჩენას მაკბრაიდთან დაპირისპირების შემდეგაც აპირებს და გეგმავს პროფესიონალური კრივის კიდევ ერთ ლეგენდას, მაიკ ტაისონს ეჩხუბოს.



